პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო ფონდის გაზრდა გათვალისწინებული არ არის.
მისი განცხადებით, საპენსიო რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტრო მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს და ცვლილებების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
”საპენსიო რეფორმაზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა. უახლოეს კვირებში ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში არც კი განხორციელებულა. ჩვენ გვიწევს დღეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც უნდა ყოფილიყო 2005 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტში საპენსიო ფონდის გაზრდას, რამდენადაც მე ვნახე, ეს გათვალისწინებული არ იყო", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები