ახალი ამბები
გირგვლიანის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებენ
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს დღეს, 12.00 საათზე გამოაცხადებს. გირგვლიანის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ 10 ოქტომბერს დაასრულა. მხარეებმა წინა სხდომაზე რეპლიკები წარმოთქვეს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და განაჩენის გამოცხადების თარიღად 20 ოქტომბერი განსაზღვრა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. პროკურორის თქმით, გარდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჩვენებებისა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების ბრალეულობას ეჭვქვეშ დააყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მოსამართლე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. გირგვლიანის საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მებარიშვილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია და ოქროყანის ეპიზოდზე ბრალდებული ვალერიან მეტრეველი. როგორც ცნობილია, ალანია ძებნაში იმყოფება, მერაბიშვილი და მეტრეველი კი პატიმრობაში არიან და საკუთარი გადაწყვეტილებით საქმის განხილვებში არ მონაწილეობდნენ. ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. გირგვლიანის საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს, მეორე ეპიზოდია, ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ოქროყანაში ცემის ფაქტი. პროკურატურის მასალებით აღნიშნული პირების ცემა ოქროყანაში იგივე სცენარით მოხდა, როგორც გირგვლიანის შემთხვევაში. საქმეში ბრალდბული ვალერიან მეტრეველი სწორედ საქმის ამ ეპიზოდზეა ბრალდებული. გირგვლიანის საქმეს საქალაქო სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მაისი 2024
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს.
26 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
26 / მაისი 2024
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.