თურქეთის ყარამანის პროვინციის მაღაროში, რომელიც ავარიის შედეგად დაიტბორა, 18 ადამიანია ჩარჩენილი. მათი ბედი აქამდე გაურკვეველია.
ამის შესახებ, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა.
წინასწარი მონაცემებით, მაღაროში, რომელიც ქალაქ ერმენეკის მახობლად მდებარეობს, ქანების ჩამოიშლა და მაღარო დაიტბორა. ავარიის მომენტში მაღაროში 40 - მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმრავლესობამ გარეთ გამოსვლა მოახერხა.
დატბორვა 375 მეტრის სიღრმეზე მოხდა. მაშველები იმედოვნებენ, რომ ქვემოთ დარჩენილმა 18 მაღაროელმა, დაუტბორავ მონაკვეთებზე თავის შეფარება მოასწრეს.
წყლის დონე მაღაროში, როგორც ვარაუდობენ, 50 მეტრია. წყლის ამოტუმბვა კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.მაღაროში მყვინთავების ჩაშვებაც იგეგმება.
ტელეარხ NTV - ის ინფორმაციით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ავარიაა, რომელიც მაღაროში წყლის შეღწევის გამო მოხდა.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები