იაპონიის ჩრდილოეთ სანაპიროს მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილეს. გამთენიისას სანრიკუ–ტოჰოკუს რეგიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდა იყო.
სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სანაპირო ზოლზე ტალღების სიმაღლემ მოიმატა. საშიში ზონებიდან მოსახლეობას ევაკუაციის დაწყება ურჩიეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ყველა ატომური რეაქტორი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
|
მასალის გამოყენების პირობები