ახალი ამბები
კორცხელის მკვიდრი ორი ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მცხოვრები ლაგვილავებისა და შენგელიების ოჯახები
სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული მაღალი სარეიტინგო ქულები მათი საყოფაცხოვრებო პირობებისთვის შეუსაბამოა.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა ქარდავა, აღნიშნულ ფაქტს უსამართლობად მიიჩნევს. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სახალხო დამცველის აპარატს შუამდგომლობისკენ მოუწოდებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსის მოადგილე ნატალია ქირია "ათინათთან" საუბარში აცხადებს, რომ მან დეტალურად შეისწავლა კორცხელში მცხოვრები ოჯახების საქმეები. მისი თქმით მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია იდენტურია ბენეფიციარების დღევანდელი მდგომარეობისა, რომლის გაცნობის შემდეგ დეკლარაციის არასწორად შევსებასან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოთქმულა. ის ორივე ოჯახის წარმომადგენელს ესაუბრა. "რაც შეეხება ოჯახს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებიან 2016 წლის ივნისიდან ათ-ათ ლარს ყოველთვიურად მიიღებენ".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მაისი 2024
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს.
26 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
26 / მაისი 2024
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.