ახალი ამბები
სოხუმი: ტურისტებს ქალაქში საცურაო კოსტიუმებით გასვლა აეკრძალებათ
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში ტურისტების დრეს-კოდზე იმსჯელეს, კერძოდ, განიხილებოდა კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომლებიც საზოგადეობრივ ადგილებში არასათანადოდ ჩაცმული დამსვენებლების მიმართ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს.

"პარლამენტის" დეპუტატის თემურ გულიას თქმით, მიუხედავად რეგულარული გაფრთხილებებისა, ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი, "ნახევრად გახდილები, საცურაო კოსტიუმებსა და შორტებში დადიან პლიაჟის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ", რაც მისი თქმით, "მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს".

„პრეზიდენტის“ წარმომადგენლის დმიტრი შამბას განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ქალაქის და რაიონის საკრებულოების პრეროგატივაა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ მსგავს მოვლენებს არა ჯარიმებით, არამედ, დარწმუნების მეთოდებით უნდა ებრძოლონ.

საბოლოოდ, მსგავსი კანონპროექტის მიღება გადაიდო. გადაწყდა, რომ საკურორტო ზონებში განთავსდება დაფები, შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებით და დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.