ახალი ამბები
ნოქალაქევში ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პარალელურად ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისივე თქმით, მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდება.

"ნოქალაქევის პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს თვითონ ძეგლის რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ისტორიული ძეგლების კონსერვაცია. გარდა ამისა მოხდა ძველი, მუზეუმის შენობის დემონტაჟი. მასალები გადატანილია სენაკის მუზეუმში. ახალი თანამედროვე მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდება", - აღნიშნა ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მისივე თქმით, წელს სამუშაოებისთვის 2 500 000 ლარია გამოყოფილი.

კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ერისთავ ქუჯის რეზიდენციის და ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი - არქეოპოლისის რეაბილიტაციის სამუშაოები 2016 წელს დაიწყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.