ახალი ამბები
პროექტი „კოლხეთის ლეგენდები“ ინვესტორის მოლოდინში
სამეგრელოში ძველ კოლხურ მოტივებზე აგებული პარკის მშენებლობის იდეა ოთხკაციან ჯგუფს ეკუთვნის. იდეის განხორციელების შემთხვევაში პარკში გაცოცხლებული იქნება ყველა ის დეტალი, რომელიც კოლხეთის ისტორიას და არგონავტებს უკავშირდება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის ჯიმშერ შეროზიას თქმით, ისინი ამჟამად DMO- სთან ერთად ინვესტორის მოძიებაზე მუშაობენ.
“ეს იდეა მე, არქიტექტორ დათო ჯოლოგუას, ბესო არახამიას და ეკატერინე ფოცხვერიას გვეკუვთნის. პროექტის მიხედვით, პარკში ინსტალირებულია არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის ცალკეული სცენები. მაგალითად, აიეტის სასახლე, სადაც შუა დარბაზში განთავსებულია აიეტის ცნობილი შადრევანი. ასევე, პარკის ტერიტორიაზეა ცნობილი გემი "არგო" და იაზონისა და ცეცხლისმფრქვეველი ხარების ინსტალაცია, ოქროს საწმისი და მისი მცველი დრაკონი. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ძველბერძნული და ძველკოლხური თამაშობების სივრცეები და მცირე სასტუმრო, ასევე ძველი კოლხური ფრინველების კუთხე და ცხენების საჯინიბო და სხვა“, - ამბობს ჯიმშერ შეროზია.

აღნიშნული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებში მოხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია 15 იანვარს ზუგდიდის ტექნოპარკში გამართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.