ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია: შეღავათიან ტარიფებზე ვმუშაობთ
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ სააბონენტო ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც დაანონსებულ შეღავათიან პაკეტებზე საუბარი არ არის. აღნიშნულზე ადმინისტრაციაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ტარიფებზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ამ ეტაპისთვის მხოლოდ ძირითადი ფასებია შემუშავებული.

„გვექნება სხვადასხვა შეღავათიანი, საოჯახო და სოციალური პაკეტები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს“ , - თქვა ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ბაღში შესვლა უფასო 15 მარტიდან 15 ნოემბრამდე, დილის 06:00 საათიდან 09:00 საათამდე იქნება. 15 ნოემბრიდან 15 მარტის ჩათვლით კი 07:00 საათიდან 10:00 საათამდე. ასევე, ბაღში უფასოდ შესვლა შეეძლებათ 9 წლამდე ბავშვებს.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.