ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა. სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები, არასწორია მის მიმართ სამინისტროს შესაბამისი ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მას შეუძლია დაუკავშირდეს საჩივრების ცხელ ხაზს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
ოპერატორები დეტალურად ჩაინიშნავენ საჩივრის შინაარსს, შეაგროვებენ ყველა საჭირო მონაცემს, რაც ამ საჩივრის შესწავლისთვის იქნება საჭირო და გადაუგზავნიან შესაბამის სამსახურებს. შემდგომ ეტაპზე, საჩივრების კოორდინატორი დეტალურად შეისწავლის წამოჭრილ საკითხს, გაანალიზებს მონაცემებს და გადაუგზავნის მას შესაბამის დეპარტამენტს. მასვე დაევალება პროექტის მენეჯერისთვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და ძირითადი ტენდენციებისა და ტიპოლოგიების იდენტიფიცირება.
საჩივრების კოორდინატორი პასუხისმგებელია დეპარტამენტისგან მიღებული პასუხი მიაწოდოს ბენეფიციარს, რათა პრობლემა ოპტიმალურ ვადაში მოგვარდეს. სიახლეა ასევე საჩივრების ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღების შესაძლებლობა, მისამართზე -
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
. სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე: 2431100; 1407 ღილაკი 1 - საცხოვრებელი ფართის დაკანონების საკითხები, ღილაკი 2 - საჩივრების ცხელი ხაზი, ღილაკი 3 - ზოგადი შეკითხვები.
მასალის გამოყენების პირობები