რუბრიკები
აფხაზეთის მთავრობა დევნილებს სიმინდის აღებაში დაეხმარა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი დაათვალიერა. 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პირველად დაითესა სიმინდი, რომლის მოსავლის აღებასაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული იყო რამდენიმე ათეული ოჯახი და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა. მოსავლის აღებაში მონაწილება მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა. "ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ პირველად ვიღებთ ჩვენი შრომით მოწეულ სიმინდის მოსავალს. ამ მიწის ნაკვეთის ასათვისებლად ყველამ ვიშრომეთ. მომავალი წლისთვის უფრო მეტი მიწის ფართობს ავითვისებთ, შესაბამისად უფრო მეტ დევნილს დავასაქმებთ. ისიც უნდა გითხრათ, რომ გაგვიჭირდა სათესლე მასალის, ტექნიკის და ფინანსების მოძიება. ბოლოს რაღაცას მაინც თავი მოვუყარეთ, რაშიც დაგვეხმარა "მექანიზატორი", რომელსაც ალუ გამახარია ხელმძღვანელობს. სწორედ ამის გამო ეს ყანა მოგვიანებით, მაისის მიწურულს დაითესა. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდის მოყვანისთვის ყველა აგრარული წესი დავარღვიეთ, მოსავალი მაინც საუცხოო მივიღეთ. სიმინდის მოვლა-პატრონობა დევნილთა გარკვეულმა ჯგუფმა ითავა, მათ შორისაა კობა ნაყოფია და რეზო ჯალაღონია. პრაქტიკულად, მათ მხრებზე გადაიარა ყველაფერმა. დღეს სიმბოლურად ჩამოვედით აფხაზეთის მთავრობის და აპარატის წევრები. ჩვენც მთელი დღე ხალისით ვიმუშავეთ. მე მინდა, რომ დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა ამ შრომით ისარგებლოს და ეს ბარაქიანი მოსავალი მათ ოჯახებს წაადგეს. როგორც უკვე გითხარით, სამომავლოდ გაცილებით მეტ მიწებს ავითვისებთ და დევნილთა გაცილებით დიდი ჯგუფი ჩაერთვება ამ საქმიანობაში. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბიჭებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი მოსავალი მიგვეღო", – განაცხადა ყოლბაიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მაისი 2024
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს.
26 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
26 / მაისი 2024
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.