რუბრიკები
ფორუმ-თეატრი ზუგდიდში-"სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს" (ვიდეო)
„მშვიდობის ფერები“ ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის  მე-11 და მე- 12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ფორუმ-თეატრის მიზანია ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ინიციატივებზე მსჯელობა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმების შემუშავება. "სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს"- განათლებისა და განვითარების ცენტრ ,,აკადემუსი"-სა და ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივით  გაიმართა.   განათლებისა და განვითარების ცენტრ „აკადემუსის“ გამგეობის თავჯდომარის მადონა ჯაბუას თქმით,პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა "კობერმი". „პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა მონაწილეთა დატრენინგება სხვადასხვა თემებზე, როგორიც არის მშვიდობის მშენებლობა, ტოლერანტობა და კონფლიქტის მოგვარება. შემდეგ ეტაპზე კი დაიდგა სპექტაკლი, რომელიც სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის 16 რაიონში იქნება ნაჩვენები.“-ამბობს მადონა ჯაბუა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა სცენარი პოზიტიურად შეეცვალა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მაისი 2024
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს.
26 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
26 / მაისი 2024
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.