სამაჯური, რომელსაც კიბოს უჯრედების აღმოჩენა შეუძლია
Google-ის საიდუმლო ლაბორატორიამ ნათელი მოჰფინა რამდენიმე პროექტს, რომელზეც ისინი მუშაობენ.
ერთ-ერთი მათგანი ”ჭკვიანი სამაჯურია”, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების საწყის ფაზებში დიაგნოსტირება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ Google X-ის განყოფილება უკვე სამ წელიწადზე მეტხანს ფუნქციონირებს და მის კედლებში ასზე მეტი ექიმი და მეცნიერი შრომობს.
აღსანიშნავია, რომ ”ჭკვიან სამაჯურს” კიბოს დიაგნოსტირებისთვის არ დასჭირდება სისხლის ანალიზი. კიბოს უჯრედების აღმოსაჩენად პაციენტს უბრალოდ სპეციალური აბის მიღება დასჭირდება, რომელიც განსაკუთრებულ ნანონაწილაკებს შეიცავს. სწორედ ეს ნაწილაკები შეძლებენ ადამიანის ორგანიზმში დაავადებული უჯრედების აღმოჩენას, რომელსაც მიეკრობიან და გაანათებენ, რათა მათი აღმოჩენა გახდეს შესაძლებელი. სამაჯური ძლიერი მაგნიტის მეშვეობით, აგროვებს ნანონაწილაკებს და სპეციალური ოპტიკური სენსორების მეშვეობით ითვლის მათ რაოდენობას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის სისხლში უშვებენ აგენტებს, რომლებსაც კიბოს უჯრედების პოვნა ევალებათ, მისიის შესრულების შემდეგ, ეს აგენტები ანგარიშს აბარებენ ”ჭკვიან სამაჯურს”.
მასალის გამოყენების პირობები