ფილმმა „ამერიკელი სნაიპერი“ ლიდერობა არ დათმო და მესამე უქმეებზე, შიდა გაქირავებაში კიდევ 31,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ გზით, მან, ამერიკულ ფეხბურთში სუპერთასის ჩატარების დღეს, ახალი რეკორდი დაამყარა.
წინა რეკორდსმენი მუსიკალური ფილმი „ჰანა მონტანას და მაილი საირუსის საკონცერტო ტური „ორი ცხოვრება“ იყო. ეს სურათი 2008 წელს გამოვიდა და ამ დღეს 31,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „ამერიკელი სნაიპერის” რეზულტატი უფრო შთამბეჭდავი იმითაა, რომ სუპერთასის ფინალური თამაშის დღეს მაყურებელთა ყურადღება სხვა გასართობი ღირსშესანიშნაობების მიმართ მკვეთრად ეცემა.
გასულ უქმეებზე მეორე ადგილი დაიკავა სურათმა „პადინგტონი“, რომელმაც 8,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მესამეზე დებიუტანტი – ფანტასტიკური ფილმი „Project Almanac“ გავიდა. მისმა შემოსავალმა 8,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები