პარიზის ქუჩებში მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღება აკრძალეს.
საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში მძაფრსიუჟეტიანი ფილმების, რომლებშიც მსახიობები პოლიციელების, ჯარისკაცების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ფორმებით მონაწილეობენ, გადაღებები აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება იმ ტერაქტების შემდეგ მიიღეს, რომლებსაც ადგილი პარიზში იანვრის დასაწყისიდან ჰქონდა.
„ფორმიანი მსახიობები შეიძლება ტერორისტების სამიზნეები გახდნენ და ასევე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში, არც ისე რთული, გასაკეთებელია“. -განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც პარიზის ქუჩებში გადაღებების ნებართვის გაცემაზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს იმოქმედებს ეს აკრძალვა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პარიზი უკვე დიდი ხანია იმ რეჟისორებისთვის, რომლებიც ქუჩებში დევნასა და სროლებს იღებენ, საყვარელ ადგილად იქცა. ამ სიაში შედიან ისეთი ფილმების დამდგმელები, როგორებიც არიან „ლუსი“, „მომავლის ზღვარზე“, „ბორნის იდენტიფიკაცია“, „რონინი“ და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები