ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს
ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა, როგორც იქნა, თავიანთი ოთხწლიანი ურთიერთობა დააკანონეს! წყვილმა ხელი ლოს-ანჯელესში მოაწერა. როგორც ამბობენ, ეს ცერემონიის მხოლოდ დასაწყისი იყო, ვინაიდან გრანდიოზული ქორწილი ჯერ კიდევ წინაა და, როგორც უკვე გაცნობეთ, ჯონის კუთვნილებაში მყოფ კუნძულზე გაიმართება.
წყვილმა ოფიციალური “გაბედნიერების” თარიღად 7-8 თებერვალი შეარჩია. ეს ერთადერთი უიკენდია, როდესაც ორივეს სცალია. მომდევნო პერიოდში ორივე მათგანი ძალიან დაკავებული იქნება – ჯონი “კარიბის ზღვის მეკობრეების” გადაღებებს იწყებს, ემბერი კი ფილმის გადასაღებად ლონდონში მიემგზავრება.
უკვე ცნობილია, რომ პატარძალი სტელა მაკარტნის კაბით შეიმოსება. სტუმართა 50-კაციან სიაში დეპის ყოფილი სიყვარული ვანესა პარადიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთზე, ერთწლიანი რომანის შემდეგ, 2013 წელს დაინიშნა. ჯონი და ემბერი მსახიობის კუნძულზე ცხოვრობენ, რომელიც დეპმა 2004 წელს შეიძინა და რომელსაც ექვსი პლაჟი აქვს. სწორედ აქ გაიმართება ვარსკვლავური ოჯახის საქორწინო ცერემონია.
მასალის გამოყენების პირობები