იაპონური ბანკის კლიენტებს რობოტები მოემსახურება
უმსხვილესი იაპონური ბანკის, The Bank of Tokyo-Mitsubishi UFJ-ის ოფისებში მალე რობოტები გამოჩნდება, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციის კლიენტებს დაეხმარებიან.
საუბარია რობოტის მოდელზე სახელწოდებით Nao. ეს ყველაზე „ადამიანის მსგავსი“ რობოტებია, რომლებსაც კომპანია Aldebaran Robotics-ი ამზადებს და მანქანები შეძლებენ ბანკის კლიენტთან მისალმებას და გარდა ამისა, მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევას ვალუტის კონვერტაციის, ფულადი გადარიცხვების, ბანკომატთან ოპერაციების და დეპოზიტის გახსნის შესახებაც კი.
ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რობოტებს ენობრივი ბარიერი არ შეაწუხებს, რადგან მათ 19 ენაზე შეუძლიათ ურთიერთობა და გარდა ამისა, კლიენტის ემოციის ამოცნობას სახის გამომეტყველების მიხედვით შეძლებენ.
მოსალოდნელია რომ პირველი რობოტები The Bank of Tokyo-Mitsubishi UFJ-ში აპრილში გამოჩნდება.
წყარო:The Telegraph
მასალის გამოყენების პირობები