ჯენიფერ ლოურენსს “მგზავრებში” ქრის პრეტი შეუერთდება
ჯენიფერ ლოურენსი Sony-ის ახალ დრამაში აპირებს მონაწილეობას. “მგზავრები” – ასე ერქმევა მორტენ ტილდუმის (“იმიტაციის თამაში”) ახალ ნამუშევარს, რომელიც კოსმოსში გაგვასეირნებს. სცენარს ჯონ სპეითსი დაწერს. დისტრიბუტორი კი, როგორც უკვე გითხარით, კომპანია “სონი” იქნება.
“მგზავრების ” სიუჟეტი მომავალ დროში განვითარდება და მოგვიყვება იმ ათასობით მგზავრზე, რომლებიც ახალი პლანეტისაკენ მიემართებიან. სწორედ აქ განვითარდება ძალიან უცნაური სასიყვარულო ურთიერთობა, რომლის დეტალებსაც ჯერჯერობით არ ამხელენ.
ვარაუდობდნენ, რომ ფილმში მამაკაცის მთავარ როლს კიანუ რივზი შეასრულებდა. ქალის პერსონაჟის განმასახიერებლად კი რიზ უიზერსპუნსა და რეიჩელ მაკადამსს მოიაზრებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ჩამოთვლილთაგან “მგზავრებში” არავინ გამოჩნდება იმიტომ, რომ ჯენიფერ ლოურენსის პარტნიორად სულ რამდენიმე საათის წინ ქრის პრეტი დაინიშნა. ყოველ შემთხვევაში, სანდო კინოპორტალები ასე იუწყებიან.
უცნობია გადაღებების დაწყებისა და საპრემიერო თარიღები. ყველა ახალ დეტალს უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.
მასალის გამოყენების პირობები