ჩინელმა ჰაკერებმა Forbes.com-ის მკითხველები დაავირუსეს
ჩინელმა ჰაკერებმა საიტი Forbes.com-ი გატეხეს და იქ ვირუსული კოდი ჩანერგეს, რათა თვალყური ედევნებინათ პოპულარული საიტის გარკვეული ჯგუფის მკითხველებზე, მათ შორის აშშ-ის საფინანსო კორპორაციების და სამხედრო სექტორის წარმომადგენლებზე.
ჰაკერებმა ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა Forbes-ის საიტზე გასული წლის ნოემბერში ჩანერგეს. ვირუსი იყნებდა ბრაუზერ Microsoft Internet Explorer-ის და პროგრამა Adobe Flash-ის სუსტ მხარეებს და შედეგად, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, Forbes-ის საიტის მნახველები შესაძლოა ჰაკერული შეტევის მსხვერპლები გამხდარიყვნენ, განაცხადეს iSight Partners-ის და Invincea-ის წარმომადგენლებმა, კომპანიების, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხებით არიან დაკავებული.
კიბერშეტევის მსხვერპლტა ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ Forbes.com-ი ნომერ 62-ეა პოპულარობის მიხედვით აშშ-ში და საიტს ნოემბერში 31 მლნ მნახველი ჰყავდა. iSight Partners-ში ეჭვობენ, რომ ამ ინციდენტის უკან დგას ჩინური ჰაკერული დაჯგუფება Codoso, რომელმაც ადრე კიბერშეტევა განახორციელა ენერგეტიკულ და საფინანსო კომპანიებზე, ასევე სახელმწიფო და ადამიანის უფლებების დამცველ სტრუქტურებზე.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰაკერებმა Forbes -ის საიტზე გადააპროგრამეს ვიჯეტი Thought of the Day და ამ გზით, ვიჯეტის გაშვებისას მომხმარებელი ვირუსულ კოდს იღებდა პირად კომპიუტერზე. Forbes-მა ეს ინციდენტი მხოლოდ 10 თებერვალს დაადასტურა და განაცხადა, რომ ამის შესახებ 1 დეკემბერს შეიტყო და სასწრაფო ზომები მიიღეს პრობლემის გადასაწყვეტად.
მასალის გამოყენების პირობები