რუსეთის სამედიცინო პოლისი აფხაზეთში ამოქმედდება
რუსეთის სამედიცინო პოლისების დე ფაქტო აფხაზეთში ამოქმედება, შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
რუსეთის სამედიცინო სადაზღვევო პოლისი დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე იმოქმედებს, ამის შესახებ აფხაზეთის. ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ანდზორ გოოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პოლისის შემოღება, სოხუმის და მოსკოვის ჯანდაცვის უწყებათაშორისი ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. " პაციენტები აფხაზეთიდან, აღნიშნული ხელშეკრულების მოწერის შემდეგ, სამედიცინო დახმარების მიღებას რუსეთში შეძლებენ’", — აღნიშნა გოოვმა.
მასალის გამოყენების პირობები