რუბრიკები
ლიტერატურული კონკურსი მოსწავლეებისთვის (ვიდეო)
საქართველოში დაიწყო ლიტერატურული კონკურსი, რომელსაც ქ. თბილისის მეექვსე საავტორო სკოლა აცხადებს ნომინაციებში: პოეზია, პროზა, თარგმანი. პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემიაზე  ა მ ი რ ა ნ ი  წარსადგენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII- XII კლასის მოსწავლეებს. იდეის ავტორია საზოგადო მოღვაწე,პოეტი და მთარგმნელი ამირან სვიმონიშვილი, რომლის სახელსაც ატარებს კონკურსი. ამ დღეებში პროექტის ხელმძღვანელი ქ-ნი მაია გოგოლაძე და პროექტის მენეჯერი ბ-ნი მერაბ ჩუხუა, დასავლეთ საქართველოს ეწვივნენ და საგანმანათლებლო-რესურს ცენტრების ხელმძღვანელებს კონკურსის იდეა, მიზანი და პირობები გააცნეს. ზუგდიდში ყოფნისას, კონურსის ორგანიზატორები რადიო „ათინათსაც“ ესტუმრნენ. მერაბ ჩუხუას თქმით, საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი იმით არის განსაკუთრებული, რომ ის მონაწილისგან არ მოითხოვს საწევრო შენატანს და არც გადაადგილებას. საჭიროა, მხოლოდ „კომპიუტერი საკუთარი ძალისხმევა და ნაშრომის დაწერის შემდეგ ,მითითებულ მისამართზე, მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა“. თოთოეული კონკურსანტის ნამუშევარს მიენჭება საკუთარი კოდი, რომლის მიხედვით ჟიური, რომლშიც უცხოელი და ქართველი ლიტერატორები და მკვლევარები არიან, განიხილავს ამ ნამუშევრებს. ამასთან, თოთოეულ მონაწილეს სამივე ნომინაციაში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.მერაბ ჩუხუას განმარტებით, აწ გარდაცვლილი ,იდეის ავტორის,  ამირან სვიმონიშვლის სურვილიც სწორედ ის იყო, რომ მოსწავლეებს ისეთივე ასპარეზი ჰქონოდათ საკუთარი ნიჭის გამოსავლენად, როგორც სხვა ასაკში გადასულ ახალგაზრდებს. მერაბ ჩუხუამ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების გარდა, კონკურსში მონაწილეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ.მან იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეები. მოსწავლეთა ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტი. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 2015 წლის მაისში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
15,000 ₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ქრონოლოგიურად აღწერს ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პროცესს და ეხმაურება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ხელახალ ტენდერს.
11 / ივნისი 2024
წალენჯიხის "იუვენტუსის" აკადემიის აღსაზრდელები იტალიაში, ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე
11 / ივნისი 2024
რა გზით აღმოჩნდა ნაპოლეონის ნიღაბი ზუგდიდის მუზეუმში, რატომ არის ის განსაკუთრებული და უნიკალური, როდიდან ინახება აქ საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ პირველის სახელთან დაკავშირებული ამპირის სტილის მაგიდა, სადაც გამოსახულია ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის მომენტი, გვესაუბრება საგამოფენო სივრცეების დეპარტამენტის უფროსი ციალა თითმერია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.