თბილისი ჯაზ-კონცერტების მეექვსე სეზონს მასპინძლობს
თბილისში ჯაზ-კონცერტების მეექვსე სეზონი დაიწყო, რომელშიც მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები ”ივენთ ჰოლსა” და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ჯაზ-სერის პირველი კონცერტის სტუმარი კენი გარეტი იყო, რომელიც საქართველოში თავის კვინტეტთან ერთად ჩამოვიდა და პირველი კონცერტი უკვე გამართა ”ივენთ ჰოლში”.
ჯაზის სამყაროს ერთ- ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა, ქართველ მსმენელს კომპოზიციები თავისი ალბომიდან ”Pushing the World Away” წარმოუდგინა, რომლითაც ის 2013 წელს ”გრემის” პრემიაზე იყო წარდგენილი.
მსოფლიო მესაყვირე ოლას რუნი, საქართველოს თავის ვარსკვლავურ ბენდთან ერთად ეწვევა, რომელშიც დრამერი ლენი ვაითი და ბასისტი ბასტერ უილიამსი არიან გაერთიანებული. ”გრემის” მფლობელი მუსიკოსები უახლესი პროგრამით წარსდგებიან ქართველი მელომანების წინაშე და მათ პოსტ-ბოპის საუკეთესო კომპოზიციების შესთავაზებენ.
18 აპრილს ”ჩიკორეა ელეკტრიქ ბენდის” წევრი - საქსაფონისტი ერიკ მარიენტალი და ჯგუფ ”Yellow Jacket” წევრები - ჯიმი ჰესლიტი და ჯეფ ლორბერი ჯაზის მოყვარულებს ახალ ერთობლივ პროექტს წარმოუდგენენ.
21 მაისს კი, კრისტიან მაკბრაითის ტრიო მსმენელის წინაშე თავისი ახალი პროექტით “OUT HERE” წარსდგება.
ჯაზ-სერიის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 70 ლარს შეადგენს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, მათი შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში და Biletebi.ge
30 აპრილს რუსთაველის თეატრში მეოთხედ გაიმართება ჯაზის საერთაშორისო დღე, რომელსაც პირველად ეწვევა ”გრემის” მრავალი პრემიის მფლობელი, ცოცხალი ლეგენდა რონ კარტერი თავის ბენდთან ”Golden Striker Trio” და მუსიკოსებთან დონალდ ვეგასთან და რასელ მელოუნისთან ერთად. მუსიკოსები ქართველი მსმენელისთვის კონცერტთან ერთად მასტერ-კლასებსაც გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები