ლოს–ანჯელესი ოსკარის ცერემონიალისთვის ემზადება
ოსკაროსნების გამოვლენამდე 4 დღე რჩება, ლოს-ანჯელესში დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადება მიმდინარეობს. დოლბის თეატრის წინ ოსკარის გიგანტური ქანდაკებები დადგეს და ეკრანები დაამონტაჟეს.
მზადება წითელი ხალიჩის დასაგებად, ჰოლივუდის ბულვარიდან დაიწყო რომელიც 2 300 კვადრატული მეტრის ფართობზე იქნება გაშლილი. ნომინანტები და სტუმრები დოლბის თეატრში მისვლას სწორედ ჰოლივუდის ბულვარიდან დაიწყებენ.
„ოსკარზე“ წარდგენილი ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინების“ ჩვენების უფლება ამერიკულმა კომპანიამ Samuel Goldwyn Films მოიპოვა. კომპანიის მფლობელმა პიტერ გოლდვინმა ზაზა ურუშაძის ფილმი დადებითად შეაფასა და რეჟისორს გუნდთან ერთად წარმატება უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები