ზუგდიდის ბაზრის წინ ტრანსპორტის გაჩერების უბე დამონტაჟდა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პროექტის შესაბამისად,ზუგდიდის ბაზრის წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების უბე დამონტაჟდა.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოსაცდელი ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის განტვირთვასა და სატრანსპორტო ნაკადის რეგულირებას.
მსგავსი უბეების მოწყობას მერია რესურსცენტრის წინ და „პროკრედიტბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზეც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები