15 თებერვლიდან უკრაინაში ცეცხლი შეწყდება
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
პრორუსმა სეპარატისტებმა და უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლის 00:00 საათიდან ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს.
პუტინის თქმით მხარეებმა დოკუმენტს სახელად, ღონისძიებათა კომპლექსი მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მოაწერეს ხელი.
"ჩვენ ძირითად საკითხებზე შევთანხმდით" - განაცხადა პუტინმა. მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები მხარს უჭერენ პროცესს. მინსკში 16-საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები