საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო
საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო. სააკაშვილის შესახებ კი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე სემინარზე განუცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ადეიშვილის შემთხვევაში განმეორებითი მოთხოვნის შემდეგ პროკურატურამ უარი მიიღო.
"სააკაშვილზე პასუხი არ მიგვიღია. უკვე დიდი ხანია გასული, რაც შუამდგომლობა გავაგზავნეთ. მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნაც, თუმცა როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არც თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა. უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ. მთლიანად დამოკიდებულები ვართ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებზე. სწორედ მათი კომპეტენციაა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ დამოკიდებულები ვართ უკრაინის პროკურატურაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. "საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა. რაც შეეხება საკითხს, ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული, უკრაინა ვალდებულია ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს და ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში ინტერპოლის მექანიზმიც გამოყენებულია, თუმცა ინტერპოლს არ აქვს შესაძლებლობა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების გარეშე რაიმე სამართლებრივი პროცედურები განახორციელოს და ძებნილი ბრალდებული დააკავოს.

მასალის გამოყენების პირობები