აზიის განვითარების ბანკი მთავრობის გეგმებს მხარდაჭერას უცხადებს
აზიის განვითარების ბანკი(ADB) საქართველოს მთავრობის რეფორმების
ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს,
- ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორებმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე
განაცხადეს.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერებას, ისე - პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ADB საქართველოს მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა და ახორციელებს ტექნიკური დახმარების სხვადასხვა პროგრამებს.
აზიის განვითარების ბანკის 7 აღმასრულებელი და ალტერნატიული დირექტორი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები