საფრანგეთის ხელისუფლება ებრაელებს მოუწოდებს არ დატოვონ ქვეყანა
საფრანაგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა ქვეყანაში მცხოვრებ ებრაელებს მოწოდებით მიმართა, არ გავიდნენ ქვეყნიდან.
მის მოწოდებას წინ უსწრებდა დანიაში სინაგოგაზე თავდასხმა და საფრანგეთში ებრაელების სასაფლაოს შეურცხყოფა.
კვირას სარ - იუნიონის კომუნაში, ელზასის რეგიონში 300 - მდე სასაფლაო შეურაცხყვეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების მიხედვით,საფლავის ქვებზე სვასტიკები და ნაცისტური ლოზუნგები გამოსახეს.
"საფრანგეთი თქვენთან ერთად დაიჭრა და საფრანგეთს არ სურს, რომ თქვენ ამ ქვეყნიდან წახვიდეთ", - მიმართა ვალსმა ფრანგ ებრაელებს.
მან ასევე გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც კიდევ ერთხელ მიმართა ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს, ისრაელში ემიგრირების მოწოდებით.
გასულ კვირაში კოპენჰაგენში მომხდარმა ტერაქტმა და საფრანგეთის სასაფლაოზე ჩადენილმა ვანდალიზმის აქტმა, ევროპის რიგ ქვეყანაში ანტისემიტიზმის ახალი ტალღის წარმოქნის საშიშროება შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები