რეგიონი
ზუგდიდში საკუთარ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე, დღეს საღამოს 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილის სიძემ აღმოაჩინა. გარდაცვლილის დისშვილის თქმით, ოჯახს მასთან კონტაქტი პარასკევის შემდეგ არ ჰქონია. თავად კი, სახლში მარტო ცხოვრობდა.

"შაბათს ვურეკავდით, მაგრამ არ გვიპასუხა. დღეს ასეთი სურათი დაგვხვდა. არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა. მე როგორც ვიცი, ამავე ადგილას ნაპოვნია სისხლიანი გრაფინი და სავარაუდოდ, თავის ქალა აქვს დაზიანებული. თვითმკვლელობას ვერ დავადასტურებთ, არაფერი ვიცით, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს", - უთხრა რადიო "ათინათს" გარდაცვლილის დისშვილმა.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია ამ წუთებშიც მუშაობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაულს კვალიფიკაცია, ჯერჯერობით, არ აქვს მინიჭებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.