ქვეყანაში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევაა, მათგან 500 სამეგრელო-ზემო სვანეთში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 11 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 500 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში.
დაავადებას კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 14 673 პირი გარდაიცვალა.
ინფიცირების მიმდინარე 70 423 აქტიური შემთხვევიდან 4 462 საავადმყოფოში მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები