Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 17 130 პირი, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 500 პირს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების 204 345 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 5 947 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, 196 472 კი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
მასალის გამოყენების პირობები