ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 343 ადამიანი მკურნალობს.
ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 9, ფოთის კლინიკა "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 32 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კიდევ 355 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები