სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა, აქედან 1 337 სამეგრელო-ზემო სვანეთში. გამოჯანმრთელდა კიდევ 48 468 პირი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 57 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 196 192 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, 6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მასალის გამოყენების პირობები