ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 823 ახალი შემთხვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფექცია კიდევ 47 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 33 044 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა საიდანაც, 1 443 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. დაავადებისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 445 ადამიანი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 554 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები