ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმის აეროპორტი - პერსპექტივები და რეალობა (ფოტო)
სოხუმში აეროპორტის ამუშავების შესახებ მსჯელობა ყოველი საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად აქტიურდება. წელს ეს საკითხი 26 ივლისის მთავრობის სხდომაზე განხილვის მთავარ თემად იქცა. შეხვედრაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად, სოხუმის აეროპორტს რუსეთთან ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭა, რაც მის ტერიტორიაზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას ითვალისწინებს. აეროპორტს ასევე მიენიჭა საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი, რომელსაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ, კერძოდ კი, როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნებენ.   

სახელმწიფო ქონების მართვის და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ მინისტრებს განუცხადა, რომ დაწყებულია საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რასაც რუსი ინვესტორი აფინანსებს.

„ობიექტის რენტაბელურობის შეფასებისას, ჩვენ 1988 წლის  მაჩვენებელზე გავდივართ, მის 30 % - ს თუ ავიღებთ, ეს დაახლოებით, 35 000 ათასია“, - აღნიშნა ფიფიამ.

სიახლე პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, რაც მისი თქმით, „რესპუბლიკას არა მარტო ტურისტების, არამედ, ინვესტორების მოზიდვაშიც შეუწყობს ხელს“:  

ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეგულირების განყოფილების თავმჯდომარე ზაურ ეშბა. მისი თქმით, ამ თემას 25 წელია განიხილავენ, თუმცა, აქამდე, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

„საუბარი იმაზე, რომ შეეძლოთ უფრო ადრეც და ვერ შეძლეს, ალბათ არ იქნებოდა ზუსტი. პროგრამა არც გუშინ დაწყებულა, არც დღეს. გასულ წელსაც იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები...მთელი ამ დროის განმავლობაში მეკითხებოდნენ, მართალია, რომ აეროპორტი იხსენება? მე კი სულ სულ ვპასუხობდი - პირველად მესმის თქვენგან. ახლა კი ის მომენტია, როდესაც ვფიქრობ - ალბათ გახსნიან“, - ამბობს ეშბა.

სოხუმელების ნაწილი თვლის, რომ აეროპორტის აღდგენის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები ამჯერადაც ვერ გამოიღებს შედეგს:

„აეროპორტი უკვე დიდი ხანია არ ფუნქციონირებს. ის დაძველდა, როგორც ტექნიკურად, ისე მორალურადაც. მისი სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად დიდი კაპიტალდაბანდებაა საჭირო...  და რა თქმა უნდა ეს საკითხი პოლიტიკურიცაა. რამდენად არის ეს ყველაფერი დარეგულირებული ეგეც საკითხავია“.  

ნაწილი, კი იმედს გამოთქვამს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აეროპორტი ამუშავდება.

„ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი სიტუაციის და შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით, ადვილად შესაძლებელია, ამ პროცესების საპირწონედ, რუსეთმა ნამდვილად გადაწყვიტა გახსნას ავიამიმოსვლა აფხაზეთთან“.

ჯერჯერობით, აეროპორტის აღდგენის სამუშაოების კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა, როგორც მთავრობის წევრებმა განაცხადეს, საპროექტო სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO – ს მიმართა, რათა მას შეეფასებინა რუსეთის ნაბიჯები, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

ICAO – ში დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და განაცხადეს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR რომლის შეცვლაც, ან მეორე  ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს ელჩმა კანადაში და მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძემ, ICAO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებული არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციები. ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა“.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ბაბუშერას აეროპორტი ვერ მიიღებს საერთაშორისოს სტატუსს, რადგნ ეს საერთაშორისო სამართლის წესებს, ICAO-ს წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.  

„უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად ამით აფხაზეთის რუსეთის, კერძოდ როსტოვის საჰაერო სივრცეში მოქცევა - ხდება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. 

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე, 1992-93 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, 1993 წელს დაიკეტა.     


მასალა მომზადებულია გადაცემა „Точки соприкосновения“ - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო „ათინათის“ ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.