რეგიონი
სააპელაციო სასამართლომ გამგეობიდან 8 თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო
ქუთაისის სააპელაცი სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო. ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას ცნობით, აღნიშნული გადაწყევტილება სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მიიღო, თუმცა მათ დადასტურებული გადაწყვეტილება ახლა ჩაბარდათ. ჭკადუას განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გამგეობა ვალდებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118 მუხლის თანახმად, გათავისუფლებული თანამშრომლები სასმსახურში აღადგინოს და ამასთან განაცდური აუნაზღაუროს.

„გამგეობა ვალდებულია აღნიშნული საჯარო მოხელეები ტოლფას სამსახურებზე აღადგინოს. იმ შემთხვევაში თუ არ არსებოს შესაბამისი შტატი მოიძიონ სხვა ტოლფასი თანამდებობა“, -თქვა მან.

დღევანდელ შეხვედრას 2016 წელს გათავისუფლებული თამამშრომლებიც ესწერებოდნენ. სოფელ ოქტომბრის ყოფილი გამგებლის ალიოშა ალანიას თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მაშინ საკუთარ ფეისბუქ გვერზე დაპოსტა, რის გამოც ის გააკრიტიკეს.

„სიცრუის ტირაჟირებაში დამდო ბრალი გამგეობის იურისტმა, რომელიც სასამართლოზე მათ ინტერესებს იცავდა. წერდნენ თითქოს მე ვიტყუებოდი და მსგავსი გადწყევტილება არ იყო მართალი. ასევე მაკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელში, არჩევნებზე ჩემი მოწინააღმდეგე კანდიდატის ნათესავები და ახლობლები“, - აღნიშნა ალანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.