მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებებში დასაქმებულები დაესწრნენ (ვიდეო)
13:32 / 06.02.2018
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მაჟორიტარი დეპუტატის
მერაბ ქვარაიას ანგარიშს
ისმენდნენ. შეხვედრას ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვა
სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც
იმყოფებოდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის
ანა წითლიძის კითხვას მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ, შეხვედრის
შესახებ, თითქმის, ერთი კვირის განმავლობაში მოკლე ტექსტური
შეტყობინებები გაეგზავნა 10 000-მდე ზუგდიდელს.
„ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რომ თითოეული ზუგდიდელი დაუწყებული
ყოფილიყო შეხვედრის შესახებ და აქ დასწრება დღეს ნებისმიერ მათგანს
შეეძლო, საჯარო მოხელეებს კი ანგარიშის მოსმენას ვერ ავუკრძალავ“, -
განაცხადა ქვარაიამ.
რაც შეეხება იმას, რომ სამართალდამცავებმა გარემოვაჭრეები შეხვედრაზე
არ შეუშვეს, ქვარაიამ თქვა, რომ მათთვის შემოსვლა არავის
აუკრძალავს.
„არა მგონია, ვინმეს არ შემოეშვა გარემოვაჭრეები. მე მათ გუშინაც
შევხვდი და მზად ვარ, კვლავ შევხვდე“, - განაცხადა ქვარაიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრის ორგანიზატორმა განმარტა, რომ მათ
გარემოვაჭრეებს შემოსვლა შესთავაზეს, თუმცა ეს თავად არ ისურვეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები