ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის სოფლებიდან ხეების გადატანა დაიწყო (ვიდეო)
19:52 / 23.03.2018
ევკალიპტის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კერძო მესაკუთრისგან
შეისყიდა წასაღებად გამზადებულია.
ხე სოფელ აბასთუმანიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის
ცენტრამდე სპეციალური მანქანით უკვე მიიტანეს. ადგილზე მყოფი მუშებმის
თქმით, მცენარის გადატანა უამინდობის გამო დროებით შეფერხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, აქ კიდევ რამდენიმე ხის შეგროვება და
შემდეგ ერთად გადატანა იგეგმება.
„ჩვენ როგორც ვიცით აქ კიდევ რამდენიმე ხეს მოაგროვებენ და მერე ერთად
წაიღებენ. არ ვიცით სად მიაქვთ, მაგრამ მგონი ანაკლიით წაიღებენ. ეს
წუხელ გადმოიტანეს. დილით აქ დაგვხვდა. შუქი გამოგვერთო ღამის პიერველ
საათზე და რამდენიმე საათში ისევ მოვიდა“,- თქვა კახათის მკვიდრმა
ოთარ თოლორაიამ.
აბასთუმნში კიდევ ერთ ხეს ამზადებენ წასაღებად. ზუგდიდის რამდენიმე
სოფლიდან კი ათზე მეტი მცენარე, მათ შორის, ასწლოვანი მუხები,
ევკალიპტი და ჭადარი არის შესყიდული. ისინი ანაკლიიდან, ზღვით,
ოზურგეთში, შეკვეთილის ტერიტორიაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა
ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის გასაშენებლად მიაქვთ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები