ახალი ამბები
ჭუბერში მოსახლეობას სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ხვდებიან
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს. რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზურან ნიჟარაძემ უთხრა, რომ მათ რეგიონული მართვის განყოფილების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხვდებიან.

„ჩვენ უკვე გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება ამ სოფლების განვითარება, ხე-ტყის ჭრის საკითხის დარეგულირება, სოფლის მეურნეობისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა. მათთგან ვხედავთ მზაობას, რომ ამ საკითებზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, - გვითხრა ნიჟარაძემ.



შეხვედრას ხაიშელებთა და ჭუბერელებთან ერთად სხვა რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებიც ესწრებიან.

26 ივლისს ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და ჭუბერელებმა სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ითხოვდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები უკანონოს არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი ერთადერთი შემოსავალია. სვანები მთავრობას განვითარების სხვა გზების მოძიებას სთხოვენ. ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ამბობდნენ, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ეხებოდა. საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა ხელჯოხებითა და ქვებით მათი ავტომობილი დააზიანეს, სპეცრაზმი კი მათი უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იყო მობილიზებული. საბოლოოდ, ადგილზე სუბარის ჩასვლის შემდეგ მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი სოფელს დატოვებდა და საავტომობილო გზაც გაიხსნა. აქვე გახდა ცნობილი, რომ მათთან მოსალაპარაკებლად სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ჩავიდოდნენ.

ამავე თემაზე:

ხაიშელებისა და სოზარ სუბარის შეხვედრა დასრულდა - ორ კვირაში სვანეთში მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.