ახალი ამბები
გიორგი გახარია: რუხის საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება. ამის შესახებ მან საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა. 

"რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა, როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით, თუმცა დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს და ასევე, შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირება. მოგეხსენებათ აქ სასტუმროც არსებობს. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. რეგიონის თითოეულ მკვიდრს, მედიკოსს, ექიმს მოვუწოდებ, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რუხის კლინიკის ამოქმედებას სხვა დატვირთვაც აქვს, რადგან საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.

"ახლა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე და ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს სასწრაფო ფუნქციონირებას და გაშვებას აქვს სხვა დატვირთვა. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან. ჩვენ მივეხმარებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, მიიღებს ამ ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის," - თქვა მან.

გიორგი გახარიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოს ტერიტორია დაათვალიერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებიც.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.