სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 1500-ზე მეტ ადამიანს
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 პირი,
ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 11 543 დაფიქსირდა, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 196 589, საიდანაც 5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108.
მასალის გამოყენების პირობები