ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა, 2009 წელს განხორციელდა მისი რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია.
მუზეუმში დაცულია პოეტის ხელნაწერები, ფოტომასალა, ტერენტი გრანელის (1897-1934 წწ.) ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები.
მუზეუმი დირექტორის ბროლისა ლუკავას თქმით ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი მნახველთა რაოდენობას არ უჩივის - ,,მოსწავლეები ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უცხოელი ტურისტები ხშირად გვსტუმრობენ, ჩვენ ნაკლებად გვაქვს თარგმნილი ლიტერატურა ტერენტი გრანელის შემოქმედებაზე რომ გავაცნოთ მათ, თუმცა მუზეუმი აცნობს უცხოელ ტურისტებს ტერენტი გრანელის შემოქმედებასთან ერთად ქართველ ხელოვანებს პოეტებს, მხატვრებს, ვუყვებით ქართულ ტრადიციებზე, ჩაცმის სტილზე, თუ როგორი სამოსი ეცვათ იმ პერიოდში, როგორ გამოიყურებოდნენ, ფოტომასალაც გვაქვს, რომელსაც დიდი ინტერესით ათვალიერებენ, ჩვენთან სტუმრობით კმაყოფილი რჩებიან ტურისტები და ზოგადად დამთვალიერებელი’’, - გვითხრა მუზეუმის ხელმძღვანელმა.
აქ ხშირად იმართება პოეზიის საღამოები ,,ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, მენტორ მასწავლებლის როლს ვთამაშობთ, ვუხსნით თუ რა არის მუზეუმი, როგორ შეიძლება მუზეუმის განვითარება, მჭიდრო კავშირი გვაქვს პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან’’ - ამბობს მუზეუმის დირექტორი
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს წალენჯიხაში.
ხელნაწერი ტერენტის რვეულიდან, ინახება ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები