საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში (ვიდეო)
11:37 / 24.08.2016
ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, დევნილთა საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინიციატივით,
მოხალისეებმა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ
ინფორმაციის გავრცელება კარდაკარის პრონციპით დაიწყეს. საინფორმაციო
კამპანიის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი
ZRDA.
კამპანიაში, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება, სამეგრელოს რეგიონის
მასშტაბით 90 ახალგაზრდა მოხალისეა ჩართული. მათ შორის, არიან
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის "საქართველოს
მოხალისეების წარმომადგენლობის" წევრები.
დევნილების თქმით, მათ თითქმის არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ პროგრამების
შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტროები იძულებით გადაადგილებული
პირებისთვის ახორციელებენ. ისინი თვლიან, რომ მსგავსი კამპანიები
ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან მათ უფლება აქვთ ფლობდნენ სრულ
ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
მიერ დაფინანსებული პროექტი "ZRDA" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც
მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას
საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. მათ შორის სამეგრელოს
რეგიონში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები