მულტიმედია
ხაჭაპური, როგორც კულტურული მემკვიდრეობა - ზუგდიდელი დიასახლისის რეცეპტები (ფოტო, ვიდეო)
რძე, ზეთი, ფქვილი, საფუარი, მარილი და ყველი - ამ ინგრედიენტებს ზუგდიდელი მზია კანკია მეგრული ხაჭაპურის გამოსაცხობად იყენებს.  დიასახლისი ყვება, რომ ტრადიციული კერძი დედის რეცეპტით პირველად 17 წლის ასაკში გამოაცხო, მას შემდეგ გაიწაფა. ახლა კი მის მოსამზადებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებს.
alt
„მეგრული ხაჭაპურის ცომი ძირითადად რძით მზადდება.  ძველად მას ყველის ამოყვანის შემდეგ მორჩენილი შრატითაც აკეთებდნენ. ზედმეტი დამატებები არ სჭირდებოდა, ცხვებოდა კეცზე, კეცზე გამომცხვარი განსაკუთრებულად გემრიელია. ამას დღეს ჩვეულებრივი გაზქურით ვერ მივაღწევთ“, - ამბობს მზია კანკია.
alt
დიასახლისი აუცილებლად სოფლის რძეს ყიდულობს  და ამბობს, რომ ხაჭაპურისთვის იდეალურია ახალი ჭყინტი ყველი, რომელსაც საგულდაგულოდ არჩევს. შემდეგ კი ფაფუკ ცომს ამზადებს. ცხობისას განწყობაზეც ზრუნავს, რადგან თვლის, რომ გაბრაზებულ ქალს, რაც არ უნდა მოინდომოს, გემრიელი კერძი არ გამოუვა.
alt
დღესასწაულებზე და მცირე სტუმრიანობის დროსაც კი ოჯახში  ხაჭაპურის გარეშე სუფრა არ იშლება. ღომის და ელარჯის შემდეგ მას საპატიო ადგილი უჭირავს. არც მოულოდნელად მოსული სტუმარი რჩება იმედგაცრუებული - მისთვის დიასახლისს სახელდახელო რეცეპტი აქვს.   

„ამ დროს არის ხოლმე მაწვნის ცომი, მარტივად და უცებ მზადდება. სტუმარსაც არ უწევს ლოდინი, საფუარის გარეშე მზადდება: მაწონი, ცხიმი, ზეთზე გაკეთებული უფრო მსუბუქია, ის უფრო მარტივად ამოდის, სოდით“, - თქვა მან.
alt
მზია კანკია თვლის, რომ ხაჭაპური ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა დააგემოვნოს, მით უმეტეს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ხაჭაპურის საკუთარი ვერსია აქვს.

„არ ვიცი ვინ გამოაცხო პირველმა ხაჭაპური, მეგრელებმა, იმერლებმა, აჭარლებმა, გურიაშიც არის საშობაო ღვეზელი ყველით და კვერცხით. საქართველოს ყველა კუთხეში განსხვავებულად ამზადებდნენ და ამიტომ არის ჩვენთვის ასე ტრადიციული“, - გვიყვება დიასახლისი.

თვლის, რომ კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ ხაჭაპურის, არამედ, ზოგადად, მეგრული სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მზია კანკიას მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი :

1 ლიტრი რძე ან წყალი

1  სუფრის კოვზი საფუარი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 ჭიქა ზეთი

ფქვილი - რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის

ყველი 350-400 გრამი თითო ხაჭაპურზე, ის არ უნდა იყოს გადამწიფებული

კვერცხის გული ყველთან  ერთად უნდა წავუსვათ შეკრულ და გაბრტყელებულ ცომს, გამოცხობამდე
alt
ხაჭაპური მაწვნით:

0.5 ლიტრი მაწონი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 ჭიქა ზეთი (150 კარაქი ან მარგარინი)

ფქვილი რამდენსაც შეიზელს- ცომი უნდა იყოს რბილი

1 ჩაის კოვზ სოდას დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი

ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ სოდიანი ფქვილი, ეს პროცესი გავიმეოროთ ოთხჯერ და ცომი გავაჩეროთ 20 წუთი
alt
კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ამავე თემაზე: 

ხაჭაპურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.