მულტიმედია
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო-ვიდეო)
ოტობაია-ორსანტიას ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას ელოდება. ჭირისუფალი საგანგებოდ მოასვენებს მიცვალებულს ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა და შესანდობარი თქვა.

ელისო ფარულავა, რომელიც ხობიდან ჩამოვიდა, გარდაცვლილის ბიძაშვილია.

„ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ“.

ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის.

გოჩა ტუფურიას ახლობელი, ფერიდე ქვარაია ყვება, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით, ხიდთან დასტირის.

„ძალიან დიდი პრობლემაა, იქ ვერ ვტირით ვერავის. გვეკუთვნის რომ ახლა იქ ვიყოთ, ნათესავია ჩემი, იმის გარდა დეიდაშვილიც მომიკვდა, ვერ დავიტირე. იქ ვარ გაზრდილი, ნაპირს მიღმა სკოლა მაქვს დამთავრებული. მოვიყარეთ აქ თავი ახლობელმა ნათესავებმა, რომ შორიდან მაინც გავუწიოთ თანაგრძნობა ჭირისუფალს. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. აქ მოტანილი ვენოკები მერე ხალხმა წყალში გადაყარა“.

გოჩა ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.

„გარდაცვლილის და გადავიდა, 200 ლარი გადაიხადა, ახლა ამბობენ, რომ აქეთაც ითხოვენ 200 ლარსო. ჩვენ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით. ფულით თუ შეიძლება გადასვლა, ისე გაეშვათ ასეთ დროს ადამიანები არ ვართ?!“,- ამბობს ელისო ფარულავა.


აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადსვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

ავტორები:

თინათინ ბუკია
თათული როგავა





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა,
გადეცემის თემა -  COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მე-3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
კორონავირუსი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 55 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციას კი 291 მოქალაქე გადის. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ამ დროისთვის 25 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. აქედან, 11 კოვიდადასტურებული პირია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ყველას პაციენტის
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 266 ნიმუში
საზოგადოება
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება.
რუსეთის ქალაქ ყაზანის ,,რუბინის“ 19 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წალენჯიხაში მცხოვრებ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ მარტოხელებს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მაისი 2020
დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მანუჩარ ჩილაჩავა გელა ნაჭყებიამ ჩაანაცვლა.
29 / მაისი 2020
ზუგდიდში მუშაობა განაახლა, როგორც მუნიციპალურმა ავტობუსებმა, ასევე მიკროავტობუსებმა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა პირბადეები უნდა ატარონ.
29 / მაისი 2020
სამოქალაქო მოძრაობა „ხმას“ წევრებმა ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ახალგაზრდებს ხელში საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ -ის დროშები ეჭირათ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 23 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.