მულტიმედია
ფრაგმენტი დადიანების სააღდგომო ტრადიციიდან (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი სამეგრელოს მთავრების უამრავ პირად ნივთთან და ხელოვნების ნიმუშებთან ერთად მათ ტრადიციებსაც ინახავს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია კი დადიანების მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება.

მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია გვიყვება, რომ დადიანები ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ტრადიციულად აღდგომას კარის ეკლესიაში ხვდებოდნენ, მოგვიანებით კი სასახლეში დიდი სუფრა იშლებოდა, რომლის მთავარი ატრიბუტი სწორედ ფაიფურის მოხატული კვერცხები იყო.

„ეს კვერცხები შეკვეთით არის დამზადებული. როგორც ხედავთ, სხვადასხვა ნახატითაა გაფორმებული. შესაძლოა, ბიბლიური სცენებიც ყოფილიყო მათზე აღბეჭდილი, თუმცა, ჩვენამდე მხოლოდ ამ ფაიფურის ექვსმა კვერცხმა მოაღწია. მათ დადიანები ამზადებინებდნენ საგანგებოდ ორი მიზნით, პირველ რიგში იმისთვის, რომ სააღდგომო სუფრაზე სწორედ მათზე დაენთოთ სანთელი და ასევე იმის გამო, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ეჩუქნათ. ასე იყო სხვა ნივთების შემთხვევაშიც“, - გვითხრა ბერაიამ.

დადიანების სასახლეში სააღდგომოდ ხშირად გამორჩეულად ბევრი სტუმარი იყრიდა ხოლმე თავს. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე, რომელიც 1848 წელს დადიანებმა დაპატიჟეს. ის ეკლესიაში სააღდგომო წირვასაც დაესწრო და სუფრაზეც იმყოფებოდა.

„როგორი იყო თვითონ სასახლეში სააღდგომო სუფრა აღდგომას, ამაზე გვიყვება ის ჭურჭელი, რომელიც მაშინ იშლებოდა. მათი უმეტესობა სახელობითია და მთავრების ინიციალები და გვირგვინია აღნიშნული. ისინი ყველა ტრადიციას იცავდნენ, მათ შორის, ამასაც“, - ამბობს ლილი ბერაია.

მუზეუმის ადმინისტრაციამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ აღდგომის მოახლოებისას ერთ-ერთ დარბაზში, სასადილო მაგიდაზე სწორედ ფაიფურის ჭურჭლებითა და შემორჩენილი ფაიფურის კვერცხებით სუფრა გაეშალათ, რომ დამთვალიერებლებს წარმოდგენა ჰქონოდათ, დაახლოებით, როგორ აკეთებდნენ ამას მეცხრამეტე საუკუნები დადიანები. წელს ამ დარბაზში დამთვალიერებლები ფაიფურის ნივთებს მოხლოდ ვიტრინაში ნახავენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჭერის ჩამოვარდნის შედეგად მაგიდისა და ინვენტარის ნაწილი დაზიანდა. ლილი ბერაია ამბობს, რომ ამ ადგილზე მათი გამოტანა ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის.

Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / ივლისი 2019
ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალი თამარ ლილუაშვილი ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მიმდინარე საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ფინალშია.
17 / ივლისი 2019
ტყვარჩელის რაიონის პროკურატურამ რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაიების გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა,
17 / ივლისი 2019
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5-ჩატარდება, რომელზეც სტუმრებს, 20-21 ივლისს ქართველი მწერლები, პოეტები და მუსიკოსები უმასპინძლებენ.
საზოგადოება
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ცნობილ ესთეტიკურ ინოვაციების საერთაშორისო კლინიკათა ქსელს - „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს სოციალური უნარების ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.