მულტიმედია
როკის მოყვარული ზუგდიდელი ოსტატი (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ერთ - ერთ ცენტრალურ უბანში, პატარა სახელოსნოდან ხშირად როკ-მუსიკის ხმა ისმის. აქ ტექნიკის თვითნასწავლი ხელოსანი ვლადიმერ ჯოჯუა მუშაობს. როკს ბავშვობიდან უსმენს, როგორც ამბობს, საყვარელი ჯგუფების  AC/DC, METALLICA, DEEP PURPLE  -ის მოსმენა საქმის კეთებას ბევრად უადვილებს.

37 წლის ოსტატს ქალაქში ბევრი იცნობს. მასთან ხშირად ის ადამიანები მიდიან, ვისაც დაზიანებული ელექტრომოწყობილობების შეკეთების იმედი გადაეწურა.

რადიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. სანამ ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდებოდა, თეორიულ ცოდნას წიგნებიდან და ჟურნალებიდან იღებდა, ექსპერიმენტების ჩატარებაც სწორედ მაშინ დაიწყო.

„მაგნიტოფონი ავაწყე ჩემი ხელით, ხის სკამზე მქონდა ყველაფერი მიმაგრებული: დინამიკი , მექანიზმი - სკამი უკრავდა ერთი სიტყვით და ყველას უკვირდა’’, - იხსენებს ლადო.

მოგვიანებით, საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია, შეკვეთებსაც ვერ აუდის, რადგან, მასთან შესაკეთებლად მიაქვთ, თითქმის ყველაფერი, რასაც ელექტრონული სქემა აქვს: მაგნიტოფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ჰოვერბორდები და სხვ. გარდა ამისა, მისი მომსახურების ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და მისაღებია. სახელოსნოში ცხრა - თორმეტ საათს ატარებს, თუმცა სინანულით ამბობს, რომ მისი პროფესია, რომლითაც ძალიან ამაყობს, დაუფასებელია.

სურს ოჯახს, მეუღლესა და ოთხს შვილს, მეტი დრო დაუთმოს, თუმცა თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. იშვიათ მომენტებში, როდესაც ბავშვებთან ატარებს დროს, მათთვის მულტფილმების პერსონაჟებს ხატავს.

ლადო თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, ოცნებობს კვალიფიკაცია აიმაღლოს და მომავალში, თანამდეროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო მოაწყოს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.