მულტიმედია
ერთადერთი ზუგდიდელი, რომელიც საკუთარ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყიდის (ვიდეო)
ზუგდიდელმა მალხაზ ჭურღულიამ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე 3 კილოვატიანი სიმძლავრის მზის პანელები თავად დაამონტაჟა. პანელებისთვის ფირფიტები საზღვარგარეთიდან გამოიწერა, ხოლო მისი ასაწყობი ხელსაწყო თავად დაამზადა. ის თბილ სეზონზე თვეში საშუალოდ 250-300 კვ/სთ-ს გამოიმუშავებს და დენის საფასურის გადახდისგან  თითქმის გათავისუფლდა. უფრო მეტიც, ზოგჯერ ენერგიას ჭარბად გამოიმუშავებს, ჩართულია ნეტო აღრიცხვის პროგრამაში და ელექტოენერგიას მისგან „ენერგო პრო ჯორჯია“ ყიდულობს.

„ვარ ენერგოდამოუკიდებელი და ჩემს მიერ მოპოვებული ენერგია, უხეშად რომ ვთქვათ, ვალად ადევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ , რომლის გამოყენებაც შემიძლია ნებისმიერ დროს. მაგალითად, ამ თვეს ჩემს მიერ არის მოხმარებული 100 კილოვატი, ხოლო გაცემულია 200, შესაბამისად 100 კილოვატის თანხას არ გადავიხდი. ჩემი ჰელიო სადგური და „ენერგოპროს“ ელექტროენერგია ერთმანეთზეა დაერთებული. იმ შემთხვევაში თუ მე არ მეყო მზის პანაელების მიერ გამომუშავებული ენერგია, ქსელი ავტომატურად მაწვდის დენს. კილოვატების დათვლა ხდება ტარიფის მიხედვით. ერთ წლიანი ციკლის შემდეგ ჭარბ დაგროვილ დენზე „ენერგოპრო“ ფულს მიხდის - 10 თეთრს კილოვატზე”, - ამბობს ჭურღულია.


იგი პანელების დამონტაჟებით ორი წლის წინ დაინტერესდა, თუმცა ადგილზე სპეციალისტი ვერ მოიძია. ამის შემდეგ გადაწყვიტა თავად ესწავლა და ამისთვის ინტერნეტი დაეხმარა.

„შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ნეტო აღრიცხვის თემას. მივედი იმ დასკვნამდე, რომ შემეძლო სახლში მქონოდა ისეთი მოწყობილობა, რომელიც დენის გენერაციას ახდენს. მისი გაშვება შემეძლო ქსელში, გამომეყენებინა ან დამეზოგა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გაყიდვა. თავდაპირველად, ეს ცოტა დაუჯერებელი თემა იყო, მაგრამ ამავდროს ძალიან საინტერესო. გადავწყვიტე მზის პანელების შესყიდვა. ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ მქონდა და რამდენიმე თვიანი შრომის შემდეგ მივიღე თეორიული ცოდნა, თუ როგორ უნდა ამეწყო და დამემონტაჟებინა ის. თავდაპირველად ისეთი რაღაცეები ვიყიდე, რაც არ სჭირდებოდა ამ მოწყობილობას. ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს“, - აღნიშნა მან.


მზის პანელების დამონტაჟების და განახლებადი ენერგიისგან სარგებლის მიღების შემდეგ მალხაზმა ელექტრომობილის ყიდვა გადაწყვიტა. ამბობს, რომ ავტომანქანას სიამაყით ატარებს, რადგან საწვავის ეკონომიის გარდა, გარემოს გამონაბოლქვისგან იცავს.

„არ ვიხდი თანხას ელექტროენერგიაში, მყავს ელექტრომობილი. გარდა იმისა, რომ არ მეხარჯება საწვავი, დავდივარ ამაყად, რადგან ჩემს მანქანას არა აქვს გამონაბოლქვი და არ ვაბინძურებ გარემოს“, - თქვა მალხაზ ჭურღულიამ.


მალხაზ ჭურღულიას ამ დროსითვის 20-მდე მზის პანელი აქვს დამონტაჟებული და სიმძლავრის გაზრდაზე ფიქრობს. გვიყვება, რომ პანელების გამოწერა საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო მისი აწყობა შრომატევადია.მისი თქმით, პანელების ფასი მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული და 1 კილოვატის ფასი 600-1000 ლარამდე მერყეობს.

„დაინტერესება ძალიან დიდია, მაგრამ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის გადაყრილი თანხა. ეს მოწყობილობა 25-50 წლის განმავლობაში იქნება შემოსავლის წყარო. განსაკუთრებით იმათთვის არის კარგი ვინც 10კილოვატზე მეტს მოიხმარს“, - ამბობს ის.

დღესდღეობით ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე ათეული ადამიანია ჩართული, აქედან ერთადერთია ჩვენი რესპოდენტი მალხაზ ჭურღულიაა.

ნეტო აღრიცხვა ქვეყანაში 2016 წლის მაისში დაინერგა. პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მზის, ქარის ან წყლის ენერგიაზე მომუშავე 100 კილოვატამდე ელექტროსადგული გამანაწილებელ ქსელში ჩართოს და საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენგია გამოიმუშავოს.


ავტორი: თათული როგავა



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება.
ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის ბოლოში, ვაწაძის ჩიხი#1 (გზის პირას) იყიდება 2 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ტელ: 571 10 88 73
კორონავირუსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსი, ბოლო მონაცემებით, კიდევ 56 პირს დაუდგინდა.
განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში კორონავირუსი დაუდასტურდა.
ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / სექტემბერი 2020
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსი, ბოლო მონაცემებით, კიდევ 56 პირს დაუდგინდა.
21 / სექტემბერი 2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს
21 / სექტემბერი 2020
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.