მულტიმედია
ფოსტის განვითარების ისტორია კედელზე - პანო ზუგდიდში (ფოტო)
საფოსტო მტრედი, შიკრიკი (მალემსბოლელი), ცხენებიანი ეტლი, გემი, საჰაერო ბურთი, ავტომობილი - ზუგდიდის ცენტრში, ფოსტის უკვე ყოფილი შენობის კედელზე, რამდენიმე ათეული წელია, ერთი შეხედვით უცნაური და რთულად შესამჩნევი პანოა განთავსებული. ზუგდიდელების უმეტესობამ არც მისი მნიშვნელობა იცის და არც შექმნის ისტორია.

გენო შეროზია, რომელიც 80-იან წლებში სოფლის კავშირების უბნის უფროსი იყო და რაიონის ტელეფონიზაციაზე მუშაობდა, გვიყვება, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივით და საფოსტო სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, 1982-83 წლებში პანო კედელზე საპირველმაისო (მშრომელთა საერთაშორისო დღე, ავტ.) დღესასწაულებისთვის დაამონტაჟეს.

„მაშინდელი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინათ, როგორ განვითარდა ფოსტა მსოფლიოში და ეს პანოც სწორედ ამას პასუხობს, როგორი იყო საფოსტო საშუალებები ძველად და ახლა... ის ფოსტის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და მის გახსნას ესწრებოდნენ სტუმრები თბილისიდან და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 31 წლის ვიყავი მაშინ და სოფლის უბნებში ვმუშაობდი უფროსად. მაშინ იყო რაიონის ტელეფონიზაცია, 17 „ატეესით“(ავტომატური სატელეფონო სადგური, ავტ.) სოფლები ქალაქთან კავშირს კომუტატორის მეშვეობით ამყარებდნენ. ახალგაზრდა სპეციალისტი მონდომებით ვმუშაობდი, ბოლოს კი დამაწინაურეს კიდეც და დირექტორი გავხდი“, - იხსენებს ის. 

მისი თქმით, დეკორაციის პროექტი და პანოს ესკიზი ზურაბ წერეთლის სახელოსნოს დაუკვეთეს და მის მონტაჟზეც სწორედ ცნობილი მოქანდაკის ჯგუფმა იმუშავა.

„პარტიული ორგანიზაციები ხელმძღვანელობდა მაშინ ამდაგვარ ინიციატივებს, თუ სწორად მახსოვს აღმასკომის დაფინანსებით შექმნეს პანო, მიმართეს წერეთელს და მშვენივრად შეასრულა“, - ამბობს გენო შეროზია.

ის ჰყვება, რომ 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს დეკორაცია ჩამოხსნისა და თურქეთში გაყიდვისგან არაერთხელ იხსნეს.

„არეულობის წლებში, როცა საფოსტო სამმართველოს უფროსი ვიყავი რამდენჯერმე იყო მცდელობა მაგის ჩამოხსნის და თურქეთში წაღების, ჩაბარების ჯართის სახით. სავარაუდოდ ფერადი მეტალების შემცველობის გამო... ჩემი გუნდით და ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით გადავარჩინეთ მოპარვას. ღამეებიც გვითენებია, რომ შეგვენახა ზუგდიდში ეს პანო“, - ამბობს ის.

ბოლოს ფოსტის შენობაზე პანოს განთავსებასთან დაკავშირებული სახალისო ამბავიც გაიხსენა.

„მაშინ ფოსტის დატარება სატვირთო მანქანებით ხდებოდა. როცა დეკორაციის სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული, მონტაჟისას, რა თქმა უნდა, შესადუღებლებსაც იყენებდნენ. ჩვენმა ერთ-ერთმა მძღოლმა ჩამოსულ სტუმარს სთხოვა, მანქანაში რაღაცა მაქვს შესადუღებელი, ხომ ვერ დამეხმარებიო. ამის თქმა და ისეთი უღრიალა - შენ „სვარშიკი“ რომ არ გგონივარ, მოქანდაკე კაცი ვარო! - ბევრი ვიცინეთ მაშინ ამაზე“, - ჰყვება ჩვენი რესპოდენტი.

ფოსტის შენობა ზუგდიდში, 30-იანი წლები. დღევანდელი ტელერადიოკომპანია "ოდიში"

ფოსტის მსოფლიო დღეს (World Post Day) 1894 წლიდან ყოველ 9 ოქტომბერს საერთაშორისო საფოსტო კავშირის ინიციატივით აღნიშნავენ.



Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / ოქტომბერი 2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ ჯვარიდან 60 წლის გალაქტიონ ქარდავამ  მეხანძრე-მაშველთა რიგები დატოვა.
18 / ოქტომბერი 2019
ხვალ, 19 ოქტომბერს ზუგდიდის სოფელ რუხში, ადმინისტრაციული საზღვარის მიმდებარედ "ხაჭაპურის ფესტივალი" ჩატარდება.
18 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდის სოფელ რუხში კარიერზე მინერალური ქვა იპოვეს. ის დაახლოებით 10-15 კილოგრამს იწონის.
საზოგადოება
ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოეს. ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია
სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.