მულტიმედია
კავკასიური იარაღის კვალდაკვალ - ჩეჩენი მკვლევარები ზუგდიდში (ფოტო)
კავკასიური იარაღის მკვლევარები ისა და ხამზატ ასხაბოვები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს სტუმრობდნენ. წარმოშობით ჩეჩენი სპეციალისტები წლებია ეძებენ მსოფლიოს მუზეუმებსა და ფონდებში დაცულ ექსპონატებს, რომლებიც აღწერილია მათ მიერ გამოცემულ წიგნებში. ზუგდიდშიც სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ, თუმცა, როგორც ამბობენ, მათთვის საინტერესო ნიმუშები ვერ იპოვეს. მკვლევარები განსაკუთრებული ინტერესით საუბრობენ სამეგრელოს თავადების იარაღით გატაცებაზე. ჰყვებიან, რომ წიგნზე “დაკარგული რელიქვიების ძიებაში” მუშაობისას, არაერთხელ ჰქონდათ დადიანების ნაქონ იშვიათ ნივთებთან შეხება.

„ევროპაში ვაწყდებოდით კერძო კოლექციებში არსებულ მათ ნივთებს. დაწყებული დავითის მამით - ლევან დადიანით, ასევე უშუალოდ დავითის ნივთებს - საფრანგეთში, ამერიკასა და ინგლისში. ცნობილი ფაქტია, რომ დადიანები განთქმული დიდგვაროვნები იყვნენ, მეცენატები, კოლექციონერები, რომლებიც აფასებდნენ მშვენიერებას, მათ შორის კავკასიურ იარაღს. თავის დროზე, სავარაუდოდ, საქართველოში საუკეთესო, ყველაზე ძვირფას, უმდიდრეს კოლექციას ფლობდნენ. სამწუხაროდ, არეულ პერიოდში, რევოლუციის დროს, კოლექციის ნაწილის გატანა მათ მოახერხეს, ნაწილი დარჩა აქ და გაძარცვეს, როგორც ხდებოდა მაშინ. მადლობა ღმერთს, რომ გარკვეული ნივთები მათ გააჩუქეს. საჩუქრებს უკეთებდნენ მეგობრებს, ასევე იმპერატორის ოჯახს, ნათესავ მიურატებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ორ კავკასიურ იარაღზე, რომელიც დადიანებმა მარშალ მიურატს აჩუქეს, რომელიც დაახლოებით 23 წლის წინ მიურატების შთამომავლებმა აუქციონზე გაიტანეს, ისინი იაპონელმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა და სამწუხაროდ იაპონიაში გაიტანა. წარმომიდგენია როგორი ნამუშევარი იყო, რადგან ძალიან ძვირფასი მორთულობა ექნებოდა, შესრულებული ოქროსა და ვერცხლში, მით უმეტეს, რომ ეს იყო ძღვენი, რომელიც სავარაუდოდ ან სალომეს ქმარს, ან მის მამას მიართვეს“, - გვიყვება მკვლევარი.

მისი თქმით, ქართველი მეგობრები ხშირად ეხმარებოდნენ მასალის გაშიფრვაში, სწორედ ასე მიაკვლიეს ექსპონატებს დადიანების იარაღის კოლექციიდან, მათ შორის 1869 წლით დათარიღებულ ხანჯალს, რომელიც, წიგნში სახელობითი ნივთების კატეგორიაშია შესული.


„ზუგდიდში თქვენი ხალხის და ზოგადად კავკასიის ისტორიის სიყვარულმა მოგვიყვანა. 2 წლის წინ დაიბეჭდა წიგნი - „დაკარგული რელიქვიების ძიებაში“, ასევე ვმუშაობთ 20 წლის წინ გამოქვეყნებული წიგნის „ჩეჩნური იარაღის“ ახალ გამოცემაზე. თბილისში, ეროვნული მუზეუმის დაცულ ფონდებში აღმოვაჩინეთ რამდენიმე ხანჯალი და ხმალი, რომელთაც ჩეჩნური მახვილები აქვთ. იმედი გვქონდა, რომ დადიანების სასახლეთა მუზეუმიც ინახავდა საინტერესო მასალას“, - ამბობს ისა ასხაბოვი.

ამონარიდი ფოტოს აღწერიდან, წიგნი"დაკარგული რელიქვიების ძიებაში": იშვიათი, საბავშვო სახელობითი ბებუთი, მახვილზე ოქროთი დატანილია ინიციალები "ლვა", რაც მიანიშნებს, რომ იარაღი პატარა ლევან დადიანისთვის იყო განკუთვნილი. ის განთქმულმა ოსტატმა "ბაზალაიმ", სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის 30-40- იან წლებში დაღესტანში დაამზადა. კავკასიის ხალხებში გავრცელებული იყო წესი, რომლის მიხედვითაც ახალშობილ ვაჟს ბალიშის ქვეშ ხანჯალს უდებდნენ, რაც მისი მამაცობის საწინდარი უნდა ყოფილიყო.

ისა ასხაბოვის ცნობით, იმ პერიოდის საქართველოში ხშირად შეხვდებოდით ჩეჩენი ოსტატების მიერ დამზადებულ, ხოლო შემდეგ ქართველი ოქრომჭედლების მიერ მოორჭვილ იარაღს. მისივე თქმით, კვლევის პროცესში, მათ მოიძიეს ორი ჩეჩნური მახვილი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ოსტატმა ძაძამიძემ (ძაძამიამ) გააფორმა.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მათ შეისწავლეს მასალები არა მხოლოდ დადიანების ნივთების, არამედ, გეურქ ელიაზაროვის, ხაჩატურ ბებუროვის (ავტ. იარაღის ცნობილი თბილისელი ოსტატები) უნიკალური ნამუშევრების შესახებ.

„ფაქტიურად წიგნში აღწერილი იარაღი, მეტწილად ქართულია, რადგან ტიფლისი იყო ადმინისტრაციული ცენტრი იმპერატორის რუსეთის დროს. შეძლებული ქართველი დიდგვაროვნები, რუსი ოფიცრები, ჩინოვნიკები უკვეთავდნენ კავკასიურ იარაღს. რომანოვების სამეფო ოჯახის კუთვნილი იარაღი, ერმიტაჟში დაცული საუკეთესო ექსპონატები ქართული წარმოშობისაა. მოვახერხეთ გადაგვეღო და წიგნში შეგვეტანა მუხრან-ბატონების ნაქონი უძვირფასესი, მოოქროვილი მახვილი“, - ამბობს ისა ისხაბოვი.

პირველი წიგნისთვის მასალის მოსაძიებლად კავკასიური იარაღის მკვლევარს წლები დასჭირდა, რადგან, მისი განმარტებით, კოლექციონერები, ერთგვარი დახურული კასტაა, სადაც შეღწევა ძალიან რთულია. 20 წლის წინ გამოცემული წიგნი, მისთვის სავიზიტო ბარათი გახდა, რომლის საშუალებით ისეთი მუზეუმების ნდობა და რეკომენდაციები მიიღო, როგორიცაა ბელგიის სამეფო მუზეუმი, Les Invalides პარიზში, Metropolitan Museum of Art ნიუ-იორკში.

მამის გატაცება ვაჟსაც გადეცა, ხამზატ ისხაბოვი, რომელიც ამჟამად ბელგიაში საკუთარი ანტიკვარული კომპანიის მფლობელია, აქტიურად იყო ჩართული წიგნისთვის მასალის მოძიებაში.

ის აღნიშნავს, რომ წიგნში, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოიცემა, ხაზგასმულია ჩეჩენი და ქართველი ხალხის მჭიდრო ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია.

„გვაქვს მსგავსი მენტალიტეტი, ისტორია, გვიყვარს თქვენთან სტუმრობა. როცა საქართველოში ვარ, ასე მგონია გენეტიკური მახსოვრობა იღვიძებს ჩემში. ჩვენთვის ახლოა თქვენი კულტურა, ისტორია. ამ ჯერზე ფონდებში მნიშვნელოვანი ფაქტიურად ვერაფერი ვიპოვეთ. როგორც უკვე გითხარით ეროვნულ მუზეუმშია დაცული ჩეჩნური იარაღის ნიმუშები. ისინი შევლენ ალბომში“, - განმარტავს ჩეჩენი მეცნიერი.

ზუგდიდიდან მამა-შვილი პანკისში გაემგზავრა, სადაც მათი ვარაუდით შესაძლოა მათთვის საინტერესო მასალა იყოს დაცული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
18 / მარტი 2024
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18 / მარტი 2024
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.